logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს
- +

12 ივლისი. 2023. 20:23

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, რათა დავაფიქსიროთ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ვალდებულებებითა და შეთანხმებებით ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი მაშინ, როდესაც ის იცავს თავის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღადგენს თავის ეკონომიკას, იცავს თავის მოქალაქეებს და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან კონკრეტულ, ორმხრივ, გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებსა და შეთანხმებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ძალას, რომელსაც ახლა უკრაინის დაცვა და მომავალში რუსეთის აგრესიის შეკავება შეუძლია“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თავის მხრივ, უკრაინა ვალდებულია, განაგრძოს რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცველი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა.

ამასთან, უკრაინამ უნდა განაგრძოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner