პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღეს.
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „თავდაცვის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
რიგგარეშე სესიაზე კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.
რიგგარეშე სესია 3 ივლისს გაიხსნა და 12 ივლისს დაიხურა.