logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

12 ივლისი. 2023. 21:34

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჩილეს სენატის პრეზიდენტს, ხუან ანტონიო კოლომას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე.

განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს. ჩილეს სენატის პრეზიდენტმა მიმოიხილა სამხრეთ ამერიკაში არსებული ვითარება, მათ შორის, ომის გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და სურსათის ფასების მატებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პოზიციებს დაუჭერენ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. ასევე შეხვედრა გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში. შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველო-ჩილეს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner