logo_geo
eng_logo
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს
- +

5 სექტემბერი. 2016. 19:09



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ბულგარეთის ურყევ მხარდამჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმალობაში სწორედ ბულგარეთის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს.


საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.


ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.


განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის  სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობას.  საუბარი, ასევე შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა სფეროების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.


ხაზგასმით აღინიშნა ბულგარეთის, როგორც საქართველოს ურყევი მხარდამჭერის როლი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. ამ კუთხით, ბულგარეთის ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner