უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა რაიმე კომპრომისის შესაძლებლობა ნატოში უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით აგრესორ სახელმწიფოსთან ტერიტორიებზე შესაძლო მოლაპარაკების კონტექსტში.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს შეერთებული შტატები და გერმანია განზრახ თავს არიდებენ უკრაინისათვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მკაფიო ვადის მიწოდებისგან იმ შემთხვევისთვის, თუ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკების საგანი გახდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენისა და შოლცის მხრიდან მოღალატური პოზიცია არ იქნება, მაგრამ ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არასდროს გავცვლით სტატუსს ჩვენს რომელიმე ტერიტორიაზე, თუნდაც ეს იყოს ერთი სოფელი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.
ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით [მას] გაყინულ კონფლიქტზე. ეს არასდროს მოხდება. ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიოდ იციან ჩემი პოზიცია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.