logo_geo
eng_logo
თეიმურაზ წიქვაძე: დღემდე ვერავინ მიაკვლია ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - დაცვის მხარე განიცდის მისი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებების მწვავე დეფიციტს
- +

13 ივლისი. 2023. 00:48

"დღემდე ვერავინ მიაკვლია ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს - ვერც Facebook-ზე ვერც Instagram-ზე, როგორც ამას უცხოელი ადვოკატი, ბატონი ამსტერდამი აცხადებს. არსად არის ეს განცხადებები. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - დაცვის მხარე განიცდის მისი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებების მწვავე დეფიციტს, "- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის დაცვის ქვეშ მყოფს დაემუქრა.

მუქარას რაც შეეხება, არ ვიცი რა მტკიცებულებები შეიძლება ჰქონდეს ამის, მაგრამ ჩვენს წერილში ესეც დავაფიქსირეთ, რომ როდესაც ბაჩიაშვილის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები გამოიკვეთა და გაჩნდა ეჭვები, ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია და განუცხადა, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხის გაცემა და აქ დასამალი არაფერია. ეს არც უნდა აღიქვან მუქარად. თუ რამე აქვთ, წარმოადგინონ“, - განაცხადა წიქვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner