„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არც პრო-სოროსული!
არც პრო-რუსული!
არც პრო-აღმოსავლური და არც პრო-სამხრეთული!
მხოლოდ ქართული ყოველგვარი „პროს“ გარეშე!
საქართველო ევროპაში?!
კი ბატონო! საქართველო ევროპაა და ევროპაში იქნება - მხოლოდ ქართული ტრადიციული ღირებულებებით , ქრისტიანული რწმენით და მორალით!
ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაფერი კარგი - რაც ევროპაშია და არ უნდა მივიღოთ არაფერი ის ცუდი, რაც ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება!
თვითმყოფადი და კონსერვატორული საქართველო - ევროპის არჩევანი უნდა გახდეს!
P.S. სხვადასხვა ქვეყნის აგენტურა და დაქირავებული მანქურთები ნუ შემოხტებით და ნუ დააკომენტარებთ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.