logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველო ევროპაა და ევროპაში იქნება - მხოლოდ ქართული ტრადიციული ღირებულებებით, ქრისტიანული რწმენით და მორალით
- +

13 ივლისი. 2023. 10:04

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არც პრო-სოროსული!

არც პრო-რუსული!

არც პრო-აღმოსავლური და არც პრო-სამხრეთული!

მხოლოდ ქართული ყოველგვარი „პროს“ გარეშე!

 

საქართველო ევროპაში?!

 

კი ბატონო! საქართველო ევროპაა და ევროპაში იქნება - მხოლოდ ქართული ტრადიციული ღირებულებებით , ქრისტიანული რწმენით და მორალით!

 

ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაფერი კარგი - რაც ევროპაშია და არ უნდა მივიღოთ არაფერი ის ცუდი, რაც ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება!

 

თვითმყოფადი და კონსერვატორული საქართველო - ევროპის არჩევანი უნდა გახდეს!

 

P.S. სხვადასხვა ქვეყნის აგენტურა და დაქირავებული მანქურთები ნუ შემოხტებით და ნუ დააკომენტარებთ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner