logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ერთ-ორ დღეში ალბათ უკრაინა შეეცდება, რაღაცით გადაფაროს ეს ფიასკო, რომელიც ხვდა წილად ვილნიუსის სამიტზე. ამ გადაფარვაში შეიძლება, დიდი ალბათობით, შევიდეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულად შეწყვეტა
- +

13 ივლისი. 2023. 12:02

 

 

„ველოდებით, უკრაინის ვიცე პრემიერ სტეფანიშინას მხრიდან, რა სტრატეგიის შეცვლაზე საუბრობს ეს ქალი. რა ურთიერთობების გადაფასებაზე საუბრობს თავის მეკავშირეებთან“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართული  ოპოზიცია „ეიფორიაშია“ და ცდილობს საზოგადოებაში ცრუ ნარატივის შექმნას, რომ თითქოს უკრაინა უსწრებს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მალე ყველა დაინახავს სიმართლეს.

 

„მე არ ვიცი, რა პრაქტიკული შედეგი მიიღო უკრაინამ ამ სამიტზე. თვითონ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აბსურდული უწოდა NATO-ს  მხრიდან ამ მიდგომას. მგონი, იქ დაუწყეს ვაჭრობა - ძალიან რომ არ გეწყინოს, შეიარაღებით დახმარებას გავაგრძელებთო, შენ ხომ უნდა დაამარცხო რუსეთი, იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდე, შეიარაღება ხომ გჭირდებაო. მაკრონი შეჰპირდა 50-მდე 560კმ რადიუსის რაკეტების მიწოდებას, თუ არ ვცდები, უახლოეს პერიოდში კიდევ 4 თუ 5 ტანკი უნდა მიაწოდონ. თეორიულად საუბარი იყო წარმოების გაზრდაზე, რომელიც უკრაინაში გაზრდის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდებას.  ამისთვის იყო გამიზნული ვილნიუსის NATO-ს სამიტი - უკრაინისთვის?!

 

ველოდებით, უკრაინის ვიცე-პრემიერ სტეფანიშინას მხრიდან, რა სტრატეგიის შეცვლაზე საუბრობს ეს ქალი. რა ურთიერთობების გადაფასებაზე საუბრობს თავის მეკავშირეებთან. ძალიან საინტერესო თემაა იმიტომ, რომ თეორიულად სტრატეგიის შეცვლის ამ შემთხვევაში რამდენიმე ვარიანტი არსებობს - ეს არის ან დსთ, ან პოლონეთის რეჩპოსპოლიტას აღორძინებაში მონაწილეობა, ან რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დალაგება. მე განაწყენებული უკრაინისთვის სხვა სტრატეგიულ შეცვლასთან დაკავშირებით ვარიანტებს, ვერ ვხედავ. ვნახოთ, თვითონ რას შემოგვთავაზებენ.

 

ახლა, მე ვიტყვი პარადოქსულ რამეს, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, დღეს, ხვალ ეს „ეიფორიაა“, როდესაც ქართული ოპოზიცია ცდილობს, დადებითი ფეიკ ნარატივი გამოაცხოს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გაასწრო რაღაც კომპონენტით მაინც. ამას აქვს მოკლე ფეხები. ერთ-ორ დღეში ალბათ უკრაინა შეეცდება, რაღაცით გადაფაროს ეს ფიასკო, წარუმატებლობა, რომელიც მას ხვდა წილად ამ სამიტზე. ამ გადაფარვაში შეიძლება, დიდი ალბათობით, შევიდეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულად შეწყვეტა.

 

თითქოს რა კავშირშია, მაგრამ ლოგიკას საქართველოსთან მიმართებით, რაც ომი მიმდინარეობს თუ ვინმე ხედავს, მაშინ ამიხსნას და მზად ვარ, ამ დებატებში შევიდე. ამიტომ, ჩვენ ველოდებით.

 

უკრაინა მზად არის,  თეორიულ დონეზეც მზად არის, რომ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ განახორციელონ კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი ჩვენთან მიმართებით და შეწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები. ამ დღეს უკვე გაჟღერდა ამ გზაზე მორიგი მათი ღონისძიება, რომელსაც გეგმავენ 18 ივლისს (რაღა დარჩა, 5 დღე). ისინი უგზავნიან საერთაშორისო თავის მეგობრებს, ჩვენ ადგილობრივ „ნაცმოძრაობის“ წევრებს, მოწვევებს, რომ კიევში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მოძრაობა იქნება დაფუძნებული „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. მოწვევაში წერია ძალიან საინტერესო რამ, რომ  ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენი მესამე პრეზიდენტის დედა, მისი უახლოესი გარემოცვა, ასევე, უკრაინის მინისტრები და ძალიან საინტერესო ფრაზა წერია, საქართველოდანაც ჩამოვლენ მინისტრებიო. მაინტერესებს, საქართველოდან რომელ მინისტრს ელოდებიან. აქაც კი - „უწყინარ“ მოწვევაში ჩადებულია უკვე აი, ის ფეიკ კომპონენტი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, რომელიც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება არანაირ სიმართლეს, მაგრამ ზოგიერთი საერთაშორისო სტუმრისთვის, შეიძლება ამ ფრაზაში ამოკითხულ იქნას, რომ ამ საკითხის ირგვლივაც არსებობს რაღაც კონსენსუსი, ერთსულოვნება, მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის - ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ყოველ შემთხვევაში,  დაველოდოთ 18 ივლისს ეს კონფერენცია იქნება ამ მოძრაობის დაფუძნების პირველი ნაბიჯი. არის ეს მეგობრული ჟესტი? - არ არის“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner