logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვილნიუსში NATO-ს სამიტის მონაწილეები უსიამოვნო შოკში დარჩნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს მიმართ საყვედურებისა და უხეშობის გამო
- +

13 ივლისი. 2023. 15:32

 

 

„ჟურნალისტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი იქცეოდა, როგორც „კაპრიზული პრიმადონა“, რაც უკრაინის პერსპექტივას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრად უფრო მყიფეს და ბუნდოვანს ხდის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის საყვედურები NATO-ს მიმართ ამცირებს უკრაინის ალიანსში შესვლის შანსებს.

 

„ვილნიუსში NATO-ს სამიტის მონაწილეები უსიამოვნო შოკში დარჩნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს მიმართ საყვედურებისა და უხეშობის გამო - თქვა ანა ვან დენსკიმ, გამომცემლობა „Europe Diplomatic“-ის ჟურნალისტმა და ბრიუსელში დაფუძნებული „პრესის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრმა.

 

ვან დენსკის თქმით, NATO-ს სამიტის ფარგლებში ზელენსკის უხეშობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს „ნაკლები მეგობარი“ შემორჩა. „თუმცა ასეთმა მომხმარებლურმა მიდგომამ გამოიწვია მოსაზრება, რომ ის არის, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი საკუთარი ხალხისა და არა NATO-ს წინაშე“, - დასძინა მან.

 

ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზელენსკის ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მთელ მსოფლიოს მისი ვალი მართებს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი იქცეოდა, როგორც „კაპრიზული პრიმადონა“, რაც უკრაინის პერსპექტივას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრად უფრო მყიფეს და ბუნდოვანს ხდის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner