logo_geo
eng_logo
გურიაში სტიქიის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს
- +

13 ივლისი. 2023. 16:05

 

 

დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან დიდი ოდენობით გამოტანილი ნარჩენების დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად ამ ეტაპზე სრულად გაიწმინდა და დასუფთავდა შავი ზღვის აქტიური სანაპირო ზოლი.

 

კომპანიის მიერ კვლავ მიმდინარეობს  ყოველდღიურ რეჟიმში სანაპირო ზოლის მოვლისა და მოწესრიგების სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner