logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მინდა, მოგილოცოთ ყველას, რომ ჩვენ იმ ფასს არ ვიხდით და არ გადავიხდით, რა ფასადაც დაუჯდა უკრაინას საქართველოსთვის „გასწრება“ ევროინტეგრაციის გზაზე
- +

13 ივლისი. 2023. 17:06

 

 

„კელი დეგნანმა მოგვილოცა, რომ საქართველოც და უკრაინაც კვლავინდებურად NATO-ს ფართოდ გაღებული კარის წინ იმყოფება, თუმცა, ამ შეფასების საფასური უკრაინისთვის არის 12 მილიონი ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები თუ სოფლები და 350 ათასზე მეტი მსხვერპლი მხოლოდ სამხედრო ძალების რიგებში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა NATO-ს ფართოდ გაღებულ კართან დგანან, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას ეს ამბავი ძალიან ძვირად დაუჯდა.

 

„დავიწყებ NATO-ს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინებით. ეს ცრუ მოლოდინები ჩვენმა ოპოზიციამ შექმნა მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად უწყიან, არც საქართველოს, არც უკრაინის მიმართ ის მკვეთრად გადადგმული ნაბიჯები არ იქნებოდა, რომ ამ ცრუ მოლოდინებზე დაყრდნობით ახალი საბაბი ჰქონოდათ შეტევის, კრიტიკის, მოქმედი ხელისუფლების მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა მიიღო უკრაინამ და საქართველომ მოვიშველიებ კელი დეგნანის სიტყვებს, რომელმაც მოგვილოცა, რომ საქართველოც და უკრაინაც კვლავინდებურად NATO-ს ფართოდ გაღებული კარის წინ იმყოფება. ეს არის ძალიან კარგი ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც.

 

თუმცა ამ შეფასების საფასური უკრაინისთვის არის 12 მილიონი ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები, თუ სოფლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, კაშხლები, ატომური „ელექტროსტანციის“ გარშემო მუდმივი საფრთხე და რამდენადაც ჩვენ თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები გვეუბნებიან, 350 ათასზე მეტი მსხვერპლი მხოლოდ სამხედრო ძალების რიგებში. საქართველო იმავე შედეგით ინარჩუნებს დღეს მშვიდობას, მადლობა ღმერთს, სტაბილურობას, ასე თუ ისე წინსვლას მთელი რიგი პარამეტრების მიმართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთესი სამშობლო და უკეთესი მომავალი გვინდა, მაგრამ როგორ შეიძლება, შევადაროთ ეს საფასური და საქართველოს საფასური იმ ერთ კომუნიკეში ამ საბოლოო შედეგის ასახვისას. მინდა, მოგილოცოთ ყველას, მივულოცო საკუთარ თავს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ჩვენ იმ ფასს არ ვიხდით და არ გადავიხდით, რა ფასადაც დაუჯდა უკრაინას საქართველოსთვის „გასწრება“ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც უკვე მერამდენე თვეა, ცხვირში ამოგვადინა ჩვენმა ე.წ. ოპოზიციამ. რა ფასადაც დაუჯდა ფაქტობრივად არაფრისმომცემი ჩანაწერი იმ საბოლოო კომუნიკეში უკრაინას ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი საფასურის გადახდისგან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner