„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ამერიკის დემოკრატიასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავს.
ჩიხელიძე, ასევე, 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას არათანამიმდევრულ გამოხატულებას უწოდებს:
„ქალბატონო ელჩო, სად წავიდა ამერიკული, ნაქები დემოკრატია? ელჩების მიერ პრაიდთან დაკავშირებული განცხადება, ორმაგი სტანდარტის და არათანმიმდევრულობის გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას, საქართველოს მთავრობას თითი დაუქნიო, მით უფრო მაშინ, როცა წარსულში, ძალადობას არათუ გმობდი, არამედ ახალისებდი. ელჩს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, აღნიშნული აზიანებს პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. დეგნანს გამორჩეულად აღიზიანებს განსხვავებული აზრის არსებობა, საკუთარ მიმართვაში აშშ-ის ელჩი შეკრებილ მოქალაქეებს ბრბოს უწოდებს, რომელსაც პოლიციამ რამდენიმე კილომეტრის გავლის უფლება მისცა.
ქალბატონო ელჩო, სად წავიდა ამერიკული, ნაქები დემოკრატია? თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ განსხვავებული აზრის მატარებელ ჯგუფს არც სიტყვის, არც გამოხატვის თავისუფლება არ უნდა მივცეთ, ბრბოს იარლიყი მივაწებოთ და კეთროვანივით მოვექცეთ. მსგავსი მიდგომები არა დემოკრატიულ, არამედ ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს. თქვენივე ლოგიკით ირკვევა, რომ სახელმწიფოს ქუჩაში მსვლელობის და პროტესტის გამოხატვის უფლება არც 8 მარტს გამოსული მოქალაქეებისთვის უნდა მიეცა, რადგან ვიღაცისთვის ისინიც ბრბოს წარმოადგენდნენ. დემოკრატია ასე არ მუშაობს, დემოკრატია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა, თანასწორობაა, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა.
საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში რთული პერიოდები გამოიარა, გვახსოვს ნიკა მელიას ძალადობა პოლიციაზე, პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა და ა.შ. ძვირფასო ელჩებო, რატომ არ ითხოვთ მოძალადის დაკავებას, როცა პოლიციაზე ძალადობენ? პოლიციელი თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის? გახსოვთ მოძალადე მელია ციხიდან როგორ გამოვიდა? ევროკავშირის დახმარებით, რომელმაც გირაოს თანხა გადაიხადა, აღნიშნული ძალადობის წახალისებას და დაუსჯელობის სინდრომის გაჩენას იწვევს. საქართველოში ძალადობას თქვენ ახალისებთ, ქმნით ორმაგ სტანდარტებს, რაც საზოგადოებაში თქვენდამი ზიზღს იწვევს. თქვენ ბრძანეთ, რომ თბილი უსაფრთხო იქნება თუ თითოეული მოძალადის დაკავება მოხდება, მე კი ვიტყვი, რომ თბილი უფრო უსაფრთხო იქნება, თუ პოლიციელისთვის ქვის მსროლელი, კადრებში აღბეჭდილი ადამიანების დაკავება მოხდება, არავის მივცემ პოლიციელის შეურაცხყოფის უფლებას, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა, ისევე როგორც სხვა აქციების დროს, ორგანიზატორებმა პრაიდის დაწყებამდე შსს-ს უსაფრთხო გარემოსთვის მადლობა გადაუხადეს, ეს ფაქტია. შსს მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ ხალხის დიდმა მასამ უსაფრთხოების სრულად დაცვა შეუძლებელი გახადა. პრაიდის დღეს დაშავებული ადამიანი არ ყოფილა, რაც პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს“, - წერს ჩიხელიძე.