logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა
- +

13 ივლისი. 2023. 19:31

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების ფორმატებში თანამშრომლობაზე კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

მხარეებმა,ევროკავშირთან როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მზად ვართ საქართველოს გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს მეგობარს, ევროკავშირთან ურთიერთობებში, იმ ინტერესების გათვალისწინებით რაც სომხეთს აქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner