logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
- +

13 ივლისი. 2023. 19:32

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები, როგორც სამთავრობო, ასევე, საპარლამენტო დონეზე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობის არსებობა მეზობელი ქვეყნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მხარეებმა აღნიშნეს მომავალი პარტნიორობის გაღრმავების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner