logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე: ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება - მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა კი რჩება
- +

13 ივლისი. 2023. 23:53

 

მთავრობებს შორის არის გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ ჩვენს ერებს შორის მეგობრობა არ დაწყებულა ზელენსკით და არც ზელენსკით დამთავრდება. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა არის დიდი ისტორიის მქონე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ, როგორც მთავრობა და ამ ქვეყნის წარმომადგენლები ომის პირველივე დღიდანვე ვეხმარებით, ვეთანამშრომლებით და პოლიტიკურ და საერთაშორისო დონეზე თუ ჰუმანიტარულ ჭრილში მხარდაჭერას ვუცხადებთ არა რომელიმე მთავრობას ან მთავრობის წევრს უკრაინაში, არამედ უკრაინელ ხალხს. მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხები და ხალხებს შორის ურთიერთობა რა თქმა უნდა რჩება და ხშირად საუკუნეებსაც უძლებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner