logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ალბათ არავის უნდა უკვირდეს, რომ ნატოს სამიტზე პირველ ადგილზე წევრი სახელმწიფოების მიღმა იყო სწორედ უკრაინა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად
- +

13 ივლისი. 2023. 23:54

 

ალბათ არავის უნდა უკვირდეს, თუ არ ხარ ქართული დესტრუქციული ოპოზიცია, რომ პირველ ადგილზე განსახილველი საკითხებისა წევრი სახელმწიფოების მიღმა იყო სწორედ უკრაინა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად, იმიტომ რომ მათი დღის წესრიგი უცვლელია: თუ რამე შეიძლება გასაღდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაღუპვის პირას და უკვე დაღუპულია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვილნიუსის სამიტი ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ჩვენც, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა - წევრი თუ არა წევრი, ველოდით ამ სამიტს, აქტიურად ვმონაწილეობდით, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობითა და ადგილზე ყოფნით, შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვაფასებდით და განვიხილავდით ამ სამიტის შედეგებს. ვისმენთ შეფასებებს ჩვენი ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო შეფასებები, რათა გარკვეულწილად ობიექტური სურათი დავუხატოთ ჩვენს თავსაც და საზოგადოებასაც. პირველი, რაც ალბათ უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ თუკი კომუნიკეს გავეცნობით, მეტწილად ის ეძღვნება იმას, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები და თავად ნატო როგორც ორგანიზაცია თავის თავს ამხნევებს და აჯერებს საკუთარ ძალებში, რაც ბუნებრივიც არის, ვინაიდან, როგორც კომუნიკეშივეა ნათქვამი, საოცარი შოკისმომგვრელი რღვევა განიცადა მშვიდობიანობამ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. შემდეგ ახსნილია ის რეალობა, რაც ყველამ ვიცით, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რომ ამ ჩრდილოატლანტიკურ სივრცის სხვადასხვა ნაწილში, და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში ნატო ხედავს საკუთარი თავისა და მისი წევრების წინააღმდეგ არსებულ და მატერიალიზებად რეალურ საფრთხეებს. შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად კომუნიკეში ნატო ელაპარაკება საკუთარ წევრებს და საკუთარ თავს და დაკავებულია საკუთარი თავის მომავალში პროექტირებით“, - აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეს მათი სამიტია, სადაც უნდა შეაჯამონ, რა შეძლეს, რა ვერ შეძლეს და რა უნდათ, რომ შეძლონ მომავალში.

ასევე ამ სამიტზე განხილული იყო არაწევრი სახელმწიფოების მისწრაფებებიც და რასაკვირველია, ალბათ არავის უნდა უკვირდეს, თუ არ ხარ ქართული დესტრუქციული ოპოზიცია, რომ პირველ ადგილზე განსახილველი საკითხებისა წევრი სახელმწიფოების მიღმა იყო სწორედ უკრაინა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიცია მაინც ახერხებს წარმოაჩინოს ეს საქართველოს მარცხად, იმიტომ რომ მათი დღის წესრიგი უცვლელია: თუ რამე შეიძლება გასაღდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაღუპვის პირას და უკვე დაღუპულია. თუ წავყვებით ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციულ ოპონირებას, უკრაინა და საქართველო ნატომ დააშორიშორა საკუთარი დისკუსიების დროს. ჩვენ არ დაგვაშორიშორებდნენ - თუ ჩავთვლით, რომ ეს ასეა - თუ ჩვენს ქვეყანაშიც იქნებოდა ომი. სწორედ ეს იყო ქართული ოპოზიციის დიდი უმრავლესობის სურვილი, რომ აქ ყოფილიყო ომი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთ სიბრტყეში იქნებოდა განხილული ორივე ქვეყანა. ბუნებრივია, რომ ნატოს საკუთარი პრობლემების და გამოწვევების შემდეგ პირველ საკითხად განიხილა სწორედ უკრაინა, და არა საქართველო ან სხვა ქვეყნები, რომლებიც ალიანსში წევრობისკენ მიისწრაფვიან. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ უკრაინამ წინ წაიწია, ვინაიდან როგორც იყო უკრაინა მოლოდინის რეჟიმში, სამწუხაროდ, ნატომ ისევ დატოვა ის მოლოდინის რეჟიმში. თავად უკრაინის მაღალი დონის ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოხატავს ნატოს მიერ მათთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს წულუკიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner