ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. ამავდროულად, სახელმწიფოები არ ჩქარობენ დეტალების გამჟღავნებას.
„ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში“, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.
ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა.