არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ვილნიუსის NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვების რახა-რუხია და ჩვენი „ოპტიმისტი“ ლიბერასტებიც კი უნდა ხვდებოდნენ, რომ NATO ყველანაირად ცდილობს დროის მაქსიმალურად გაწელვას და ბუნდოვანების შენარჩუნებას.
მისივე თქმით, NATO-ს პასუხი მოკლე და კონკრეტულია: მოიგე ომი და მაპ-ის გარეშე მიგიღებთ NATO-შიო.
„NATO, უკრაინა და საქართველო
ვილნიუსის სამიტს დიდი მოლოდინები უსწრებდა წინ, ამიტომ მის შედეგებზე გამოხმაურებაც ძალიან დიდი, მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივია.
აღთქმული NATO-სადმი ბრმა რწმენით გამსჭვალული ჩვენი ლიბერასტებისთვის ძალიან მისაღები და ოპტიმისტური განწყობების შემქმნელია NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს ის ფრაზა, რომ „უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი!“, თანაც ეს მოხდება MAP-ის გარეშე.
ამ ფონზე მით უფრო გასახარელია მათთვის კომუნიკეში საქართველოზე ნათქვამი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ჯერ რეფორმები უნდა გაატაროს, მერე მაპ-ი მიიღოს და მერე იფიქრებენ NATO-ში მის გაწევრიანებაზე.
სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვების რახა-რუხია და ჩვენი „ოპტიმისტი“ ლიბერასტებიც კი უნდა ხვდებოდნენ, რომ NATO ყველანაირად ცდილობს დროის მაქსიმალურად გაწელვას და ბუნდოვანების შენარჩუნებას.
ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა უცხოურმა გამოცემამ ლაკონურად შეაფასა სამიტის შედეგები: „უკვე ცნობილია, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, უცნობია მხოლოდ, თუ როგორ და როდის“.
ისე, კაცმა რომ თქვას, NATO-ს ლიდერების სხვადასხვა გამონათქვამების საფუძველზე შეგვიძლია ისიც გავიგოთ, თუ როგორ და როდის მოხდება ეს. მათგან უკვე მოვისმინეთ ასეთი ფრაზები: „უკრაინა NATO-ს წევრი გახდება მას შემდეგ, როცა ის რუსეთს დაამარცხებს ომში“. ე. ი. უკრაინას ეუბნებიან, თუ რუსეთს არ დაამარცხებ, არც კი იფიქრო NATO-ში შესვლაზეო.
უკრაინას NATO რუსეთისგან თავის დასაცავად და მის დასამარცხებლად სჭირდება, თორემ თუ რუსეთი დაამარცხა, რაღაში ჭირდება NATO ან კატო, სხვა ვინ დაემუქრება მის ტერიტორიას?
ბაიდენმაც, NATO-ს გენმდივანმაც და სხვებმაც არაორაზროვნად განაცხადეს, რომ დღეს უკრაინის NATO-ში მიღება გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, რაც მსოფლიოს კატასტროფით დასრულდებაო.
ზელენსკი შეეგუა იმ აზრს, რომ დღეს NATO-ში უკრაინას არავინ მიიღებს, მაგრამ ამ სამიტისაგან მოითხოვდა მომავალში მიღების კონკრეტული (ან თუნდაც დაახლოებითი) თარიღის გამოცხადებას და როცა ესეც ვერ მიიღო, NATO-ელ შეფებს გაუბედავები უწოდა და თითქმის გამოლანძღა ისინი. ამაზე გაღიზიანებულმა შეფებმა უთხრეს, უმადურო ბიჭო, NATO შენ „ამაზონის“ ონლაინ მაღაზია ხომ არ გგონია, რომ იარაღი გამოწერით შეუკვეთო და მოგართვან, მადლობა თქვი, რასაც გიკეთებთო, რაზეც ზელენსკი მაშინვე ჩაიფუშა და წაიბურტყუნა, რა ვქნა, ბატონო, მადლობელი ვარ, მაგრამ ყოველ დილა-საღამოს ხომ არ გავიმეორებ სამადლობელ სიტყვებსო.
თუმცა, სანამ ვილნიუსის სამიტი მიმდინარეობდა, დილა-საღამოს კი არა, საათში რამდენჯერმე იმეორებდა სამადლობელ სიტყვებს. რა ქნას, ხომ უნდა აჩვენოს უკრაინელებს, რომ სამიტზე ვითომ რაღაც წარმატებას მიაღწია და ამიტომ მადლობაც აქვს სათქმელი შეფებისთვის.
მოკლედ, NATO-ს პასუხი მოკლე და კონკრეტულია: მოიგე ომი და მაპის გარეშე მიგიღებთ NATO-შიო.
NATO-ელები ბედკრულ ზელენსკის იმასაც კი არ ეუბნებიან, რა შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის მოგებად, მაშინ როცა რუსეთს დღეს უკრაინაში მითვისებული აქვს ორი საქართველოს ხელა ტერიტორია.
უკრაინას ალბათ ომის მოგებად ჩაეთვლება, რომ გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული მისი ყველა ტერიტორია, კიდევ უკეთესი იქნება, რომ გააგრძელოს შეტევა და დაიპყროს რუსეთი, რაც გამოიწვევს რუსეთის დაშლას.
ობიექტურად თუ შევხედავთ, რეალობას ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ამ წლის ბოლოსკენ დაიწყოს მოლაპარაკება და გაიყინოს კონფლიქტი. არც ისაა გამორიცხული, მანამდე რუსეთმა შეტევა ჩრდილოეთიდან დაიწყოს და კიდევ უარესი დარტყმა მიიტანოს უკრაინაზე.
ასეთ შემთხვევაში დასავლეთი და ამერიკა უკრაინას მალევე შეუწყვეტენ იმ დახმარებას, რომელსაც აქამდე აძლევდნენ. ამერიკაში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და ბაიდენს საერთოდ არ აწყობს ასე გაწელილი და წარუმატებელი ომის დაფინანსება, ამერიკაში უკვე გაჩნდა სერიოზული წინააღმდეგობა ბაიდენის ამ პოლიტიკაზე, რომელსაც ტრამპი აუცილებლად გამოიყენებს.
მოკლედ, ვილნიუსის სამიტმა აშკარად მხოლოდ ის აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე გაზარდა NATO-ს რიგები, მაგრამ ამავე ომმა გამორიცხა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება (თუ ის არ გაიმარჯვებს). ეს კი რუსეთს კიდევ უფრო მეტად უხსნის ხელ-ფეხს, საერთოდ დაშალოს უკრაინა.
ჩვენი იდიოტი ლიბერასტები კი NATO-ს სამიტის შემდეგ შეჰხარიან უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას და მისტირიან ჩვენი ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებულ იმ შესაძლებლობას, რომ დღეს საქართველო უკრაინის დღეში არ არის, თორემ ჩვენც ხომ მოგვცემდნენ მაპ-ის გარეშე NATO-ში შესვლის დაპირებასო“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.