logo_geo
eng_logo
მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი 45 ავტომობილით განახლდა
- +

14 ივლისი. 2023. 11:23

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ.

 

მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება.

 

45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას.

 

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner