logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე საქართველო-სომხეთს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე: ჩვენი ამოცანაა ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეს აქეთკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია
- +

14 ივლისი. 2023. 13:59

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსა და სომხეთს შორის ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის კვეთას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

„ეს ძალიან კარგია. ჩვენი ამოცანა არის ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების მეტად განვითარება და ეს ნაბიჯი აქეთკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, მთლიანად მისასალმებელია ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner