„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა
-
+
14 ივლისი. 2023. 17:09
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა. კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- ამბროლაურის ორგანიზაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს;
- ონის ორგანიზაციას - ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილი;
- ლენტეხის ორგანიზაციას - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი;
- ცაგერის ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ხვალ კონფერენციები გაიმართება დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.