logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა
- +

14 ივლისი. 2023. 17:09

 

 

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა. კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

 

  • ამბროლაურის ორგანიზაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს;

 

  • ონის ორგანიზაციას - ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილი;

 

  • ლენტეხის ორგანიზაციას - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი;

 

  • ცაგერის ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

 

ხვალ  კონფერენციები გაიმართება დმანისში, ბოლნისსა და მარნეულში.

 

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner