დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვევა.
14 საათზე, მთავრობის მეთაური შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ ფესტივალს დაესწრება და ფესტივალზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.