რამდენიმე წუთის წინ ხეჩინაშვილის კლინიკაში 1971 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც ცნობილია უცნობმა პირმა პროფილაქტიკაში მანქანა მიიყვანა, ხელოსანმა კი მას დაცდა თხოვა, რის შემდეგაც მან სროლა ატეხა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.