logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: იმდენად მოკლეა „ნაციონალური მოძრაობის“ სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა, კოჭლებიც თამაშობენ, ტრავმირებულებიც, ვეტერანებიც, მაგრამ არაფერი გამოდის იმ შედეგის მისაღებად, რისთვისაც იღვწიან უკვე მეათე წელია
- +

15 ივლისი. 2023. 10:35

 

 

„თითქმის 1 წელია, ელოდებოდნენ კომპეტენტურ პოლონელ ექიმებს, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ სააკაშვილმა ჭამა უნდა დაიწყოს და მოიმატოს წონაში, თორემ ყველანაირი ანალიზი წესრიგში აქვს, ხოლო იმ ანალიზების ჩატარებაზე, რომლებზეც ქართველ ექიმებს რეკომენდაცია მისცეს, თვითონ სააკაშვილია უარზე უკვე მეორე წელია და მართლა ხომ არ ვაწამებთ?!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

                                                           

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც იღვწის უკვე ათი წელია, სწორედ ამიტომ ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში გვარამიას აქტიურად ჩართვას.

 

„გვარამია პოლიტიკიდან არც წასულა, ამათ შორის არც ციხეში ყოფნის პერიოდში. ეს არაერთხელ მითქვამს. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჯერ კიდევ საკანში ყოფნის დროს ჩვენი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების სპეცოპერაციაში. დეტალებზე არაერთხელ მისაუბრია და აღარ გავიმეორებ.

 

დღეს გვარამია საკანში არის ფუფუნება გაკოტრებული პირადი შემადგენლობისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელმაც აღარ იცის, „სათამაშო მოედანზე“ ვინ გამოიყვანოს კიდევ, იმდენად მოკლეა სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა, კოჭლებიც თამაშობენ, ტრავმირებულებიც, ვეტერანებიც, მაგრამ არაფერი გამოდის იმ შედეგის მისაღებად, რისთვისაც ისინი იღვწიან უკვე ფაქტობრივად მეათე წელია. ამიტომ მცდელობა, რომ გვარამია აქტიურად ჩართონ ამ ძალიან საინტერესო პროცესებში, რასაც ჰქვია 705 ევროპარლამენტარიდან 44-ის მიმართვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადას 450 დეპუტატიდან 87-ის ხელმოწერა იმ პეტიციაზე, რომ ჰუმანურობის აქტიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ციხის დატოვებისა და სამკურნალოდ გადასვლის საშუალება, ეს ყველაფერი ბათილდება. თითქმის 1 წელია, ელოდებოდნენ კომპეტენტურ პოლონელ ექიმებს, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ სააკაშვილმა ჭამა უნდა დაიწყოს და მოიმატოს წონაში, თორემ ყველანაირი ანალიზი წესრიგში აქვს, ხოლო იმ ანალიზების ჩატარებაზე, რომლებზეც ქართველ ექიმებს რეკომენდაცია მისცეს, თვითონ სააკაშვილია უარზე უკვე მეორე წელია და მართლა ხომ არ ვაწამებთ?!

 

გარდა ამისა, 18 ივლისს კიევში დანიშნული აქვთ ძალიან საინტერესო საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს უკვე საერთაშორისო დონეზე დააყენებს კიდევ ერთხელ. უბრალოდ იქმნება ძალიან საინტერესო ფონი იმისა, რაც წამოსცდა ამასწინათ სალომე სამადაშვილს, რომ საქართველოს ევროკავშირის სტატუსისკენ მიმავალი გზა გადის კიევის, ზელენსკის ადმინისტრაციის კარიბჭეზე და ზელენსკის ადმინისტრაცია, მათ შორის გვარამიას დახმარებით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ესკალაცია ორ ქვეყანას შორის მაქსიმუმამდე აიყვანოს. კიევიდან ფაქტობრივად გაძევებულია ჩვენი ელჩი, რომელიც ყველაზე ერთგული იყო იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის, რომლებიც უმძიმეს დღეებშიც კი ლვოვშიც არ გადავიდნენ და დარჩნენ ბოლომდე კიევში.

 

ამის ბოლო წერტილი შეიძლება, იყოს ის, რომ თუკი ის პეტიცია გავა რადაში, რა თქმა უნდა, შესმენილი არ იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ამან კი გამოიწვიოს ის, რომ უკრაინამ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან. ამის საშიშროება ნამდვილად არის და ეს მოემსახურება ფონის დაძაბვას, რომ თითქოს საქართველო ასეთი მიდგომებით იწვევს ომში მყოფ უკრაინას, რომ იძულებული გახდეს და შეუწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები, ამის გამო კი სტატუსთან დაკავშირებით არ არის ღირსი იმ ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილებისა, რომელიც, ალბათ, მოსალოდნელია, რომ დადებითად გადაწყდეს. სწორედ ამიტომ გააქტიურდა ეს უკრაინული მანქანა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner