logo_geo
eng_logo
კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს
- +

15 ივლისი. 2023. 12:30

 

 

კორეის რესპუბლიკაში, ქ. სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  საბჭოს მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში, თბილისში ჩატარდება. გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.

 

ქ. სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს.

 

შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში. 

 

საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner