logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: მთავარია, რომ არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები
- +

15 ივლისი. 2023. 13:27

 

 

სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა ამ მხრივ. მთავარია, რომ არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მისჯილი აქვს სასჯელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისასა განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა ამ მხრივ. მთავარია, რომ არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მისჯილი აქვს სასჯელი, რომ მის მიმართ არის სათანადო და უმაღლესი სტანდარტის მოპყრობა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner