logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის 44 დეპუტატისგან ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ
- +

15 ივლისი. 2023. 13:40

 

 

ევროპარლამენტის 44 დეპუტატისგან მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ. ბოდიში, იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც კონკრეტულად ეს პარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილე არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მეც მივიღე 44 ევროპარლამენტარის გამოგზავნილი წერილი. წავიკითხე და სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე ამ წერილში. არადა, ამ დეპუტატებისგან მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ. ბოდიში, იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც კონკრეტულად ეს პარლამენტარები მონაწილე არიან იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, ითქოს, მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, ტითქოს, მიხეილ სააკაშვილი აწამეს და ისინი არა მხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ, ევროპარლამენტმა რეზოლუციებიც კი მიიღო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, „ყველა, ვინც სააკაშვილის საკითხს გაეკარა, შერცხვა“, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტიც, რომელსაც ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ელჩისთვის მადლობა გადაეხადა, უკრინიდან გამოაძევეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner