logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე
- +

15 ივლისი. 2023. 13:51

 

 

მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„არადა, მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს ამ დეპუტატებისგან, რომ მოვნახავ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც ეს ევროპარლამენტარები მონაწილეობენ იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით, თითქოს მას არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს ის მოწამლეს ან აწამეს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner