logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: სანამ კრიმინალი სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთას არ მიეცემა მათი სამართალდამცავების მიერ სამართლებრივი შეფასება, რადას და ცალკეული დეპუტატების პოლიტიკურ შეფასებებს ჩალის ფასი აქვს
- +

15 ივლისი. 2023. 13:59

 

 

“უკრაინის რადამ მიიღო რაღაც ფარატინა დადგენილება, აქაოდა მიშა სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და გამოუშვითო... ლეგიტიმური კითხვები არსებობს ამ საქმეზე”, - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აქვე ექსპერტი სვამს კითხვებს - რატომ არ გამოიძია უკრაინულმა მხარემ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთა?; რატომ არ დაკითხეს დაზვერვის შეფის მოადგილე, ლორთქიფანიძე, რომელმაც პირადად აღიარა, რომ ის ეხმარებოდა სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაში?; რატომ არ ჩატარდა გამოძიება სხვა ფიგურანტების გამოსავლენად, ვინც სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა?; რატომ მიჩქმალეს უკრაინელმა ძალოვნებმა მათი მოქალაქის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული?

 

მისი თქმით, სანამ კრიმინალი სააკაშვილის მიერ, უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთას არ მიეცემა მათი სამართალდამცავების მიერ სამართლებრივი შეფასება, რადას და ცალკეული დეპუტატების პოლიტიკურ შეფასებებს ჩალის ფასი აქვს.

 

„უკრაინის რადამ მიიღო რაღაც ფარატინა დადგენილება, აქაოდა მიშა სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და გამოუშვითო...

 

ლეგიტიმური კითხვები არსებობს ამ საქმეზე და მინდა ეს კითხვები საჯაროდ დავსვა...!

 

1 - რატომ არ გამოიძია უკრაინულმა მხარემ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთა?

 

2 - რატომ არ დაკითხეს დაზვერვის შეფის მოადგილე, ლორთქიფანიძე, რომელმაც პირადად აღიარა, რომ ის ეხმარებოდა სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაში?

 

3 - რატომ არ ჩატარდა გამოძიება სხვა ფიგურანტების გამოსავლენად, ვინც სააკაშვილს უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთაში დაეხმარა?

 

4 - რატომ მიჩქმალეს უკრაინელმა ძალოვნებმა მათი მოქალაქის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული?

 

სანამ კრიმინალი სააკაშვილის მიერ, უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთას არ მიეცემა მათი სამართალდამცავების მიერ სამართლებრივი შეფასება, რადას და ცალკეული დეპუტატების პოლიტიკურ შეფასებებს აქვს ჩალის ფასი.....!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner