logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა გახარიას პარტიაზე: თავად „ნაცებს“ ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ
- +

15 ივლისი. 2023. 13:59

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსზე ისაუბრა.

 

ფოჩხუას თქმით, ბუჩუკურს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სწორედ მისი პარტიაა „ნაციონალურ მოძრაობასთან”ალიანსში რამდენიმე ქალაქში.

 

„გახარიას გოგოს, ანას მინდა შევახსენო, რომ როდესაც ახსენებს სიტყვა "ნაც-ქოცურს", არ დაავიწყდეს რომ მისი, ანუ გახარიას პარტია დღეს ალიანსში და კოალიციაშია ნაცმოძრაობასთან შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ... ამიტომ არ უნდა გავატაროთ ეს უტიფრობა არასოდეს, თავად ნაცებს ჩაუწვნენ საწოლებში და ხელს სხვისკენ იშვერენ“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner