logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა
- +

15 ივლისი. 2023. 13:38

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული  ტერიტორია დაათვალიერა.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.

 

პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner