logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც - ექიმების ჩამოსვლა საქართველოში მათი ინიციატივა იყო
- +

15 ივლისი. 2023. 14:01

 

 

ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო, ექიმების ჩამოსვლა საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ექსპერტული გადმოსახედიდან, მხოლოდ გაყალბებისთვის გამოიყენო ის ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო, ამ ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა? რა მოხდა? ეს აშკარად, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. ვხედავთ, იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით ეს ნიმუშები როგორ უნდა გამოიყენო, უბრალოდ არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner