„რაც შეეხება ლისზე განვითარებულ მოვლენებს, გამოძიება ყველაფერს სჭირდება, თუ სადმე არის რაიმე დანაშაული ჩადენილი, მაგრამ, ქრონოლოგიურად, ჯერ უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა. ამის მერე მოვა ალბათ დრო, რომ გამოძიებული იყოს ლისზე მომხდარი მოვლენები. 7-8 მარტსაც უამრავი ფაქტი იყო, მათ შორის ადამიანზე ძალადობის ფაქტები. ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდიათ. 7-8 მარტს მოძალადეებმა ლამის გადაწვეს რუსთაველის გამზირი, იყო ათასნაირი ვანდალიზმი. ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა ლისზე. ბევრად უხეში ფორმით გამოხატული ეს ყველაფერი 7-8 მარტს. ამიტომ ყველამ ჯერ ეს საკითხი უნდა მოიკითხოს, მერე - ყველაფერი დანარჩენი“, - აცხადებს კობახიძე.