logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუკი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება, სრული შესაძლებლობა აქვთ, არ გასცენ ვიზები
- +

15 ივლისი. 2023. 14:25

 

 

თუკი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება, სრული შესაძლებლობა აქვთ, არ გასცენ ვიზები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„რაც შეეხება ფრენებს, მგონია, რომ გადაიარა იმ აჟიოტაჟმა, რომელიც იყო ზოგადად ამ საკითხზე. ყველამ ნახა, რომ ეს არანაირად არ ნიშნავს სანქციების გვერდის ავლას და ა.შ. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლას, ეს არის სრულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელში. მათ სავიზო რეჟიმი აქვთ და მათ შეუძლიათ, არ მისცენ ვიზები. დერეფანს რასაც ეძახით, ამ დერეფნის ბოლოში ხომ არის კარები? იმ კარში ნუ შეუშვებენ, და თუკი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება, სრული შესაძლებლობა აქვთ, არ გასცენ ვიზები. თურქეთის გავლით დღეში 100-ზე მეტი სრულდება ასეთი და ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხა არის უადგილო“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner