logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყანა ყველანაირად მზად არის NATO-ს წევრობისთვის. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც რეფორმებია გასატარებელი, ეს არის უბრალოდ საბაბის ძიება
- +

15 ივლისი. 2023. 14:47

 

 

დარჩენილია მხოლოდ NATO-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ჯარი სრულად არის თავსებადი NATO-ს სტანდარტებთან. ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტს. აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო NATO-ს 5-6-7 წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

 

„თავისთავად, ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვქონდა NATO-ს სამიტისგან, მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო უკრაინაზე. ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, თავად უკრაინა უკმაყოფილოა იმ შედეგით, რაც სამიტიდან წაიღეს. მეორე მხრივ, გასაგებია NATO-ს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც. ვნახოთ, მთავარია, რომ ისინი თავად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება საქართველოს, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველანაირად მზად არის NATO-ს წევრობისთვის. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც რეფორმებია გასატარებელი, ეს არის უბრალოდ საბაბის ძიება, რათა გამართლდეს ის, რომ NATO მზად არაა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. დარჩენილია მხოლოდ NATO-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ჯარი სრულად არის თავსებადი NATO-ს სტანდარტებთან. ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტს. აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო NATO-ს 5-6-7 წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრით“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner