logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა - ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს
- +

15 ივლისი. 2023. 15:08

 

 

ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა - ეს ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

„2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო მინიმუმ 30%, დღეს გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე - 15,6%. უმუშევრობის მაჩვენებელიც - დაახლოებით 17% არის ისტორიული მინიმუმი, ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 200 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ეროვნული ბანკის რეზერვები 5 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, სააკაშვილის დროს რეზერვები იყო 2,8 მილიარდი დოლარი. დეპოზიტები იყო დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი და 2,6 მლრდ ლარი. დღეს არის დაახლოებით 25 მლრდ დოლარი, ათჯერ არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა. ლარშიც, თუ არ ვცდები 26-27 მილიარდია დეპოზიტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრდება, ვითარდება, ძლიერდება. წლის ბოლოს ეკონომიკა გაიზრდება 30 მლრდ ლარით. ეს ძალიან დიდი პროგრესია, რომელსაც სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრები ებრძვიან სწორედ ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას და ა.შ. “, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner