logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების მიხედვით
- +

15 ივლისი. 2023. 15:10

 

 

ჩვენ ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი, დეზინფორმაციული, სიცრუის კამპანია, რომელმაც შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მოიცვა და იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები გვაქვს, ამის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო, გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი აქტიურად ეწევა ჩვენი ქვეყნის დისკრეტიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ამ მიზნით აშშ-ში მრავალმილიონიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული სააკაშვილის ოჯახის მიერ. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს მტრობას ქვეყნის მიმართ.

 

„მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ბრალდება, ცილისწამება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ, სრული სიცრუეა“, - განაცხადა ღაიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner