„ჩვენ ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი, დეზინფორმაციული, სიცრუის კამპანია, რომელმაც შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მოიცვა და იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები გვაქვს, ამის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო, გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი აქტიურად ეწევა ჩვენი ქვეყნის დისკრეტიტაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით აშშ-ში მრავალმილიონიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული სააკაშვილის ოჯახის მიერ. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს მტრობას ქვეყნის მიმართ.
„მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ბრალდება, ცილისწამება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ, სრული სიცრუეა“, - განაცხადა ღაიბაშვილმა.