logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას
- +

15 ივლისი. 2023. 15:41

 

 

შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ძალიან რთული გამოწვევებისა, რომელიც შექმნილია მთელ რეგიონში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გვახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ეწვია უკვე საქართველოს და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება დღითიდღე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს სამუშაოები, გავზარდოთ მასშტაბი. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა ანაკლიის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენთვის მთა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართავთ მთის დღეებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner