logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება
- +

15 ივლისი. 2023. 15:36

 

 

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

„ყოვლად გაუმართლებელი, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ომში. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, გამარჯვება, ომის მალე დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, ეს არის კატასტროფა და უბედურება. 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი ბოლო ერთ წელიწადში, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვთ და ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად, ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას: გვაქვს ჩვენი გეგმა და მას თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენ არ გვჭირდება არავის რჩება ან ჩარევა ჩვენს შიდაპოლიტიკურ საქმეებში“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner