logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი 44 ევროდეპუტატზე: მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა
- +

15 ივლისი. 2023. 15:38

 

 

“მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებზე საუბრისას განუცხადა.

 

„ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა, კვდება და ასე შემდეგ. ამიტომ, მინდა ეს საკითხი დასრულდეს. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner