logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დრო გვაჩვენებს - რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში
- +

15 ივლისი. 2023. 15:42

 

 

დრო გვაჩვენებს - რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

„რაც შეეხება პოლონელი ექიმების ჩამოსვლას, ეს საკითხი არის ძალიან პოლიტიზებულია და სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, უფრო ქვეყნის გარეთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან და რომ ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. თვეების განმავლობაში ველოდით მათ ქმედით ნაბიჯებს, რომ ჩამოეყვანათ ექიმები. ბევრი სპეკულაცია იყო და ბოლოს, როგორც ვიცი, პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს ექიმები. მას შემდეგ, რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა და გავუკეთეთ ერთგვარი ჟესტი. მინდა ვთქვა, რომ პოლონეთში ამჟამად არის საარჩევნო კამპანია და სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული ჯგუფები როგორც ჩანს აქტიურად განიხილავენ პოლონეთში სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მათთვის ეს წმინდა შიდაპოლიტიკური საკითხია. როგორც ჩანს, ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან - არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მით უმეტეს რომ არაფერი გვაქვს დასამალი. მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და მათ თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. შესაძლოა, მათ ჰქონდათ სხვა განზრახვები. ამას დრო გვაჩვენებს - რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner