logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს - პოლონეთის ხელისუფლებისგან განმარტებები უნდა მოვისმინოთ
- +

15 ივლისი. 2023. 16:18

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მცდელობა იყოს.

 

როგორც კობახიძე ამბობს, საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს.

 

„ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არა ექსპერტული გადმოსახედიდან, მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner