logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება
- +

15 ივლისი. 2023. 16:34

 

 

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება,სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება. აი, რაც ხდება რეგიონებში: სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა. ეს არის ჩვენთვის მთავარი, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი, დღეს კი სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

 

„მაგალითს გეტყვით კიდევ ერთხელ, მე მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, რომ აი, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის, 30%-ზე მეტი, მინიმუმ 30% იყო. დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე. 15,6% არის ისტორიული მინიმუმი, ეს არის სიღარიბის დონის მაჩვენებელი, ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით, 17% არის და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს, ბოლო პერიოდში, 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner