logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებზე: ჩვენ განვსაზღვრეთ და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები, ასევე კომპანიები
- +

15 ივლისი. 2023. 16:44

 

 

„ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის“, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ იმედგაცრუებულები.

 

„მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განვითარდეს ტურიზმი ქვეყანაში, მეტი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში, რაც მთავარია იცით, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ თავიდანვე, ჩვენ განვსაზღვრეთ ის კომპანიები და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები ასევე კომპანიები და ასევე ის თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ საქართველოში, ეს არის მთავარი და ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად დელეგაციისა, რომელიც ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან  ბევრი დეზინფორმაციული  კამპანიები, იმედგაცრუებულები ვნახეთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სიტუაცია, გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სტაბილურობა, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება. ჩვენ ეხლა მოვინახულეთ, როგორც გითხარით რეგიონები, განახლებული რეგიონები. ყველგან მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაო ადგილები იქმნება და ეს არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner