logo_geo
eng_logo
გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფთა სიიდან ამოიღეს
- +

5 სექტემბერი. 2016. 23:01


დღეიდან, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მყოფ სახეობად ოფიციალურად აღარ ითვლება, ცხოველმა „მოწყვლადის" კატეგორიაში გადაინაცვლა. ეს შედეგი ბოლო 10 წლის ძალისხმევამ გამოიღო, რის შედეგადაც პანდების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.


შესაბამის განცხადებას ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ავრცელებს.


თუმცა, ორგანიზაციის წითელი სიის განახლებას თან ახლავს ერთი ცუდი ამბავიც: გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაში შევიდა მსოფლიოს უდიდეს პრიმატი - აღმოსავლეთის გორილა.


ჩინეთის ძალისხმევით, რომელსაც გიგანტური პანდა ეროვნულ ცხოველად ჰყავს გამოცხადებული, პანდათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად ზრდასრულ ცხოველთა რაოდენობა 1 864-ს შეადგენს.


უცნობია ბოკვერების ზუსტი ოდენობა, თუმცა, პანდების მთლიანი რაოდენობა სავარაუდოდ 2 060-ია.


„პოპულაციის შესუსტება შეჩერებულია, უფრო მეტიც - ზრდა დაიწყო. ეს კი ადასტურებს, რომ ჩინეთის ხელისუფლების ძალისხმევა სახეობის კონსერვაციისათვის, ეფექტიანია", - აღნიშნულია IUCN-ის ანგარიშში.


მიუხედავად ამისა, შედეგი შესაძლოა მოკლევადიანი აღმოჩნდეს, - იუწყება IUCN-ი. როგორც ნავარაუდევია, მომდევნო 80 წლის მანძილზე, კლიმატის ცვლილების შედეგად განადგურდება პანდების საცხოვრებელი ბამბუკიანი ტერიტორიების ერთი-მესამედი.


ორგანიზაციის მომაცემებით, ამჟამად დედამიწაზე კრტიტკულად საფრთხის ქვეშ ცხოველთა 5 სახეობა იმყოფება: აღმოსავლეთის გორილა, დასავლეთის გორილა, ბორნეოს ორანგუტანი და სუმატრის ორანგუტანი.


მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთის გორილა, რომელიც უკანონო ნადირობის შედეგად დედამიწაზე სულ 5000 ერთეულიღა დარჩა.


IUCN-ის წითელი სია მცენარეთა და ცხოველთა 82 954 სახეობას მოცავს. მათგან 23 928 გადაშენების პირას მყოფად ითვლება.



წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner