logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როცა კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები მიდიან საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ, ეს არის არაჯანსაღი ქმედება
- +

15 ივლისი. 2023. 17:31

 

 

ჩვენ ვიხილეთ 600-დღიანი სპექტაკლი, რომელიც შემდეგ ჩაიშალა, რადგან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის მიმართ მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სათანადო, თუმცა ამ სპექტაკლის განახლება გადაწყვიტეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

„ამ ყველაფრის გარშემო არის ფართო კოორდინაცია, ჩართული ჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, რაც ძალიან მძიმე. ეს კოორდინაცია, რასაც ვხედავთ - სამარცხვინოა. როცა კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები მიდიან საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ, ეს არის არაჯანსაღი ქმედება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner