საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.
„ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.